“როგორც ექცევიან სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის წევრები, არა მარტო დღევანდელ სასამართლოს და არა მარტო ურთმელიძეს, აბა, გაიხსენეთ მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავას სასამართლო. ასევე აგინებდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსამართლეებს. მე არ ვარ შემფასებელი და არც კი შევეცდები შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილება, კითხვები არსებობს, არსებობს ასევე ჩემი მხრიდან, მმართველი უნდა შეეყვანა თუ არა, მაგრამ მათ პასუხი უნდა გავცეთ არა ჩვენ, არამედ ისევ სასამართლომ. ვერ შემახსენებთ პიროვნებას, რომელიც ამბობს, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია და კანონიდან შევიდა ან გავიდა. თუ ჩვენ არ მოგვწონს და ეჭვი გვაქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნა და შეიყვანა წარმომადგენელი და ის კონსტიტუციიდან არ გასულა, ისევ ვიმეორებ, ამას პასუხი უნდა გასცეს ისევ და ისევ სასამართლომ. ჩვენი სასამართლო პრინციპულად არ განსხვავდება განვითარებული ქვეყნების სასამართლოებისაგან. არის შემდგომი ინსტანცია, უზენაესი და ასე შემდეგ, თუ შეეშალა ერთს, მას აკონტროლებს შემდეგი ინსტანცია. მოსახლეობას მოვუწოდებდი, პოლიტიკოსებს, მათ შორის კოალიციის პოლიტიკოსებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს და მოსამართლეებს. ვერ მოხდება ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობს თავის მეგობრებთან, ნაცვლად იმისა, რომ პასუხის გასცეს საერთო სასამართლოების კითხვებს, ცდილობს კანონების ნორმების გაუქმებით გასცეს პასუხი და, საბოლოო ჯამში, ამასაც ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა, რამეთუ საზოგადოება არის ძალიან კარგად მობილიზებული და სახელმწიფო ინსტიტუტებიც ძალიან კარგად მუშაობენ… ლინჩის წესზე უნდა დაიყვანონ საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
ივანიშვილი პასუხობს ბრალდებებს მის მიერ სასამართლოს კონტროლის თაობაზე და ამბობს, მის მიერ რომ იყოს დაწყებული ეს პროცესი, იმდენი გონება აქვს, რომ ამ “კოზირს” არ მისცემდა ნაციონალურ მოძრაობას, აჟოიტაჟი მოეწყო ტელევიზიასთან დაკავშირებით. ივანიშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის გარშემო დაწყებული პროცესი აზარალებს მთავრობა სდა პირადად მას, ასევე, სახელმწიფოს.