“ის, რომ 5 საათი უკვე შუაღამედ დააფუძნეს… ეს თქვა ერთმა დიპლომატმა და ეს აიტაცეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მათგანვე ჩაწოდებული, რომ 5 საათი შუაღამედ გადააქციეს. მას შემდეგ კეთდება განცხადებები, რომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, შუაღამეზე ნუ აკეთებთ აქცენტს, თვითონ ფაქტები… რომელ ფაქტებზე უნდა გავაკეთოთ ჩვენ ანალიზი? იგივე სახალხო პარტია, რომელიც აღშფოთებულია ახლა, ასევე აღშფოთებული იყო, ტელევიზორებს და მაცივრებს რომ ვარიგებდი მე არჩევნების დროს და უამრავი უმეცარი განცხადებები გააკეთეს. იგივე ევროსაბჭომ და ეუთომ, რამდენიც გნებავთ. მაგრამ მოსახლეობას შევახსენებ, იმ დიდ ნაწილს, რომელიც არის აღშფოთებული, არ იფიქროთ, რომ ხელგვეწიფება და უფლება გვაქვს არ მივიღოთ მათი განცხადებები. დღევანდელ მათ განცხადებებს დიდი ყურადღებით ვღებულობთ, ვუსმენთ და ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა. თუმცა ის, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ახერხებდა, რომ საქართველო გარედან ემართა, ქართველი ხალხი არავინ არაა, არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან ისინი და როგორც იტყვიან, ისე უნდა ვიცეკვოთ, ისე აღარ იქნება. ის, რაც წართმეული ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას, არჩევნების უფლებები, ის, რაც წაართვა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ ეს დაუბრუნდა ჩვენი მოსვლის შემდეგ. ასევე შეუძლია ანალიზი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. თუმცა ჩვენ ჩვენი მეგობრების შენიშვნებს მცდარსაც კი, მცდარიც ბევრია საუბედუროდ, იმიტომ, რომ ამ მცდარობაში ნაციონალურ მოძრაობასაც დიდი წვლილი აქვს, ჩვენ მაინც მათზე პასუხი უნდა გავცეთ და ყოველთვის ყურადღება მივაქციოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას საზღვარგარეთ მეგობრები ჰყავს და მათთან ცრუ ინფორმაცია მიაქვთ და ისმის შენიშვნები, თუ რატომ ვერ ახერხცებს ამას ახალი მთავრობა. ივანიშვილი ამბობს, რომ მისმა გუნდმა უარი თქვა სიცრუის გავრცელებაზე და ნაცვლად იმისა, რომ “ნაძარცვი ფულით” უცხოელი პარტნიორები მოეტყუებინათ, მათ ნამდვილი დემოკრატიის მშენებლობა დაიწყეს.








