“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან არიან პროკურორები ყოფილი ბევრი და არაფერი საქმე არა აქვთ ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობ ამ დროს და ვსაუბრობდი ყოველთვის ეჭვების დონეზე, რომ დროული არ იყო ჩართულობა. კვლევა რომ ჩაატარო, უნდა გქონდეს მთელი სურათი, სურათი არა გვაქვს მთლიანი და ვერ ვხედავთ კარგად და ძალიან ჭირს კვლევების ჩატარება. ამის დროც დადგება და კვლევები ჩატარდება. მაგრამ აქაც არ მინდა ისევ აჟიოტაჟი არ გამოვიწვიო დღევანდელი განცხადებით. ისევ ჯობია, რომ ჩვენ დაველოდოთ ეროვნული ბანკს, ისევ ჯობია, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო გარედან და, ვთქვათ, საქმე გავაფუჭოთ, თუმცა მე არ გამიფუჭებია თავის დროზე არაფერი, ისინი მიმანიშნებენ ამაზე, რომ ჩემი გამოცდილებით ვაფუჭებ, დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ლარის დევალვაციის საკითხზე მთავრობა ბევრს მუშაობს:
“რა თქმა უნდა, ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორი ძალიან მძიმე დღეშია, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ვფიქრობ მეც. მეც არ გამოვრიცხავ, რომ პირადად დახმარება აღმოვუჩინო მათ, რომ არ მოხდეს ბიზნესში რამე მკვეთრი გადანაწილება და არ მოხდეს ბანკროტი. მე ამ თემებზეც ვმსჯელობ, თუ გნებავთ, ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი და ახლაც მაგ თემებზეც გვქონდა საუბარი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




