“რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს, დადგება ეგ დროც”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე კომენტარი გუშინ, 9 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
“ბატონ ბიძინას აქვს ნამდვილად უფლება იმისა, რომ მან შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით, მე ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო ამას და გულისტკივილით შემიძლია დავამატო, რომ თვითონ ეს შენობა, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არის ძალიან კარგად გაკეთებული, მასზე არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფული დახარჯული, თუ არ ვცდები, 26 მილიონი, და დღესდღეობით არის დაკეტილი და ჩვენ მოგვიწევს კიდევ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა იმისათვის, რომ მოვახერხოთ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იყოს მიღებული”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დღეს ივანიშვილისგან გაირკვა, გუშინ, დიმიტრი ქუმსიშვილს მასთან ჰქონდა შეხვედრა.
გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს, მთავრობის კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სამუშაო გარემოს საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო. რეზიდენციას, რომელიც ათონელის 25 ნომერში მდებარეობს, არ აქვს შესაბამისი ეზო, სადაც პრეზიდენტს მაღალი რანგის მიღებების გამართვა შეეძლება.