“მივესალმები, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რამეთუ ის თავისი გამოსვლებით ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას, რასაც ის მიიწერს. NGO-ების წევრია დღეს ის და მათი სახელით გამოდის, და ძალიან სასურველი იქნებოდა, ძალიან სწრაფად პოლიტიკაში გადავიდეს. იმიტომ, რომ ის რეალურად პოლიტიკაშია, ყველაზე დიდი კრიტიკოსია, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი ხელისუფლების და პირადად ჩემი. მივესალმები, თუ გიგაური გააფორმებს იმას, რასაც რეალურად ახერხებს”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 10 ნოემბერს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ვიზიტის შემდეგ.
ეკა გიგაურზე და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინაც კრიტიკულად ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი განცხადებით, იგი არასამთავრობო სექტორის 3 წარმომადგენელზე, ეკა გიგაურზე (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), ნინო ლომჯარიასა (“სამართლიანი არჩევნები”) და კახა კოჟორიძეზე (მან არასამთავრობო სექტორი ცოტა ხნის წინ დატოვა) კვლევას ამზადებს. “აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა მაშინ ივანიშვილმა, თუმცა მოტივაცია არ დაუკონკრეტებია.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ეკა გიგაური ამ საკითხზე დღეს კომენტარს არ გააკეთებს.
UPDATE: ეკა გიგაურმა ივანიშილს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა:





