სოხუმის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა ერთობლივად, დააკავეს 210 კანონდამრღვევი.
დაკავებულები, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, “აფხაზეთის რესპუბუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისა” და “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებით გასამართლდნენ.
ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.