შედგა თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი გაზპრომის საკითხზე? – ამ კითხვაზე ივანიშვილმა ასე უპასუხა: “ნამდვილად მქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო. გაზპრომზე საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ,” – თქვა ივანიშვილმა და დამატებით დეტალებზე აღარ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი თბილისში ოფიციალური ვიზიტით 5-6 ნოემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად ქართულ მხარეს ივანიშვილთან შეხვედრაზე არ გაუვრეცელებია ინფორმაცია. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ფოტომასალის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრის თემატიკა არც აზერბაიჯანულ მხარეს გაუსაჯაროებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს გაზპრომთან გაზის მიწოდების საკითხზე. ამ დრომდე საქართველოს მთავარი გაზის მიმწოდებელი არის აზერბაიჯანი. მანამდე კი თავად აზერბაიჯანმა დაიწყო გაზპრომიდან გაზის შესყიდვა.
