ახალი ამბები

ივანიშვილი: რუსთავი 2-თან დაკავშირებით საზოგადოება პირობითად ორ ნაწილადაა გახლეჩილი

10 ნოემბერი, 2015 •
ივანიშვილი: რუსთავი 2-თან დაკავშირებით საზოგადოება პირობითად ორ ნაწილადაა გახლეჩილი

ივანიშვილის თქმით, ერთ მხარეს დგანან დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე (რომლებსაც ყოფილი პრემიერის თქმით, უხეშად მოექცნენ და პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია) და ქიბარ ხალვაში (რომელსაც ივანიშვილის თქმით, არა მარტო ტელევიზია, არამედ ქონებაც დაუწვეს და საზღვარგარეთ გაასწრო), ხოლო მეორე მხარეს- ნიკა გვარამია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, და “მთელი ნაციონალური მოძრაობა. მისი თქმით, საჭიროა ამ პროცესების კარგი ანალიზი.


“საზოგადოების ძალიან დიდი  და უდიდესი ნაწილი აღშფოთებულია ცინიზმის პიკით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამა მოახერხა და ეს თემა სხვა მიმართლებით წაიყვანა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა, რომ გვარამია გახლავთ ამის ეტალონი და  რომ თუ რუსთავი 2-ის მესაკუთრე შეიცვალა და თუ ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა არ მართა ტელევიზია, საქართველოს საშინელება ემუქრება, რომ თავისუფალი სიტყვის ზღვარი გადის აქ და ასე შემდეგ”, – ამბობს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი