ახალი ამბები

გვენეტაძე: ავიღებ პასუხისმგებლობას რ2-ზე სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებზე გაკეთდეს განმარტებები

10 ნოემბერი, 2015 •
გვენეტაძე: ავიღებ პასუხისმგებლობას რ2-ზე სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებზე გაკეთდეს განმარტებები

გვენეტაძის თქმით, ამ შეხვედრისთვის აუცილებელია ადგილზე იმყოფებოდეს სასამართლოს თავმჯდომარე, მოადგილე, მენეჯერი, სპიკერი მოსამართლე და პრესსამსახური. გვენეტაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაკეთდა განცხადება, რადგან საქალაქო სასამართლოს აქვს ტრადიცია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელონ.

 

“მოსამართლე კრიტიკას უძლებს. მოსამართლეს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არ იყოს შეურაცხმყოფელი კრიტიკა და სასამართლოს პრესტიჟს და ავტორიტეტს არ მიაყენოს ზიანი, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ დააყენოს ეჭვქვეშ. ყველა სხვა კითხვა საზოგადოების და მედიის მხრიდან არის რეკომენდებული. მე ამ პროცესში ვალდებული ვარ ეს ხაზი სწორად გავატარო. მე ავიღებ პასუხისმგებლობას საქალაქო სასამართლოში ყოველ მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდეს არა ანგარიში მოსამართლისა კონკრეტულ საქმეზე, არამედ განმარტებები, რაც მედიას მისცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად უპასუხოს საზოგადოების ინტერესებს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

მისივე თქმით, მას ჰქონდა მცდელობა, რომ გაერკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციასთან ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინების საკითხი, თუმცა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი