ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს მოგერინისთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

10 ნოემბერი, 2015 • 987
რაზე ისაუბრეს მოგერინისთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რითაც ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოაგდოების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ასევე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დაინტერესებამ, თუ რას ფიქრობენ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებია წარმომადგენლები, არამედ რიგითი მოქალქეები მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს იყო პატივისცემის გამოხატვა ქართული საზოგადოების  და აზრის მიმართ,”– განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მედიის საკითხებზე და რუსთავი 2–თან დაკავშირებულ მოვლენებზე. მისი თქმით, მოგერინი იყო ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე, ასევე შეეხნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს და სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტებს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორმა მოგერინის თხოვა,  ყურადღება მიაქციონ მთავრობის რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტების დასჯის თაობაზე. 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა კი განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლასაც.

 

“ქალბატონ მოგერინის ვთხოვეთ მხარი დაუჭიროს იმას, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღოს ევროკავშირთან, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ კი, ვისაუბრეთ იმ გამოწვევბზე, რაც არსებობს საქართველოში. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მედიის თავისუფლების საკითხი და ამ საკითხასაც შევეხეთ,”– განაცხადა გიგაურმა.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

 

ფედერიკა მოგერინი მონაწილეობს მიიღებს მაღალის დონის საერთაშორისო კონფერენციაში -„გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“. კონფერენცია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და გაეროსთან თანამშრომლობით ტარდება.

 

ვიზიტის ფარგლებში ფედერიკა მოგერინი შეხვედება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი