ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: თუ პოლიციელის დანაშაული დადასტურდა, გადადგომა ადეკვატური რეაგირება არ არის

10 ნოემბერი, 2015 • 797
ნაცვლიშვილი: თუ პოლიციელის დანაშაული დადასტურდა, გადადგომა ადეკვატური რეაგირება არ არის

“თუ გადადგომის ფაქტი დასტურდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ დასტურდება ამ ადამიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გადადგომა არის ადეკვეტური რეაგირება. მან კანომმდებლობით დადგენილი წესით პასუხი უნდა აგოს. კარგია თუ გადადგა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიების  მიმდინარეობის დროს უნდა იყოს დისტანცირებული ამ პროცესებისგან,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

 

გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა საერთაშორისონ გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმაც:


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების მიმდინარეობსი დროს  ის არ ასრულებდეს თავის უფლებამოსილებას, იმისთვის, რომ გავლენა არ მოახდინოს გამოძიების პროცესზე. ეს იყო სწორი გადაწვვეტიელბა. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების პროცესი იყოს გამჭვირვალე და ზოგადად იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები გამოიძიოს ორგანომ, რომელიც არ არის ამ უწყებაში,”– ამბობს ეკა გიგაური.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა გოჩა კასრაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიების დასრულებამდე იგი კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, რაც უფლებამოისლების გადამეტებას გულისხმობს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე. სახალხო დამცველის ცნობით, მისი რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნებოდა: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. ადვოკატის თქმით, ხელბორკილები დაადეს და 5-10 წუთის განმავლობაში ისე სცემდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი