ახალი ამბები

სანიკიძე: თუ სკოლის დირექტორის დანაშაული დამტკიცდება, მაქსიმალურ სანქციას გამოვიყენებთ

10 ნოემბერი, 2015 • • 911
სანიკიძე: თუ სკოლის დირექტორის დანაშაული დამტკიცდება, მაქსიმალურ სანქციას გამოვიყენებთ

“იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდა დირექტორის დანაშაული, მაქსიმალური სანქცია იქნება გამოყენებული,” – განაცხადა სანიკიძემ.

 

თბილისის 130-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა გუშინ განაცხადა, რომ კანის ფერის გამო მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებსა  და მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონიათ. რუსა ამირეჯიბის თქმით, მის შვილს კანის ფერის გამო თანასკლასელმა შეურაცხყოფა გაკვეთილზე მიაყენა, ხოლო მასწავლებელმა ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონა.

 

რუსა ამირეჯიბი ამბობს, რომ სანამ კამათი სკოლის დირექტორის კაბინეტში გაგრძელდებოდა, მანამდე მანდატურებთანაც მოუხდა ჩხუბი, რომლებიც მის შვილს იმას ედავებოდნენ, თუ რატომ უთხრა მშობელს ამ ინციდენტის შესახებ. “ნეტგაზეთი” სკოლის დირექტორ მაია კოპალიანს ესაუბრა. დირექტორის თქმით, ამ ამბის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც დერეფანში ხმაური შემოესმა. სკოლის დირექტორმა გუშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საკითხს დღეისთვის გაარკვევდა კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი