ახალი ამბები

ხიდაშელის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომაც და ურთმელიძემაც გადაწყვეტილებები სამარცხვინო ფორმით მიიღეს

10 ნოემბერი, 2015 • • 876
ხიდაშელის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომაც და ურთმელიძემაც გადაწყვეტილებები სამარცხვინო ფორმით მიიღეს

“ვფიქრობ, რომ სამარცხვინო ფორმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება ორივე შემთხვევაში… [გადაწყვეტილება] ჩუმად იყო მიღებული მხარეების გარეშე, რაც არ არის სწორი და არ  ემსახურება არვითარ პროგრესს. ეს არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთხვევაში არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცდენით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კანონს თუ შევხედავთ, არაფერი დაურღვევია არც ერთს.  ურთმელიძე კანონის წინაშე აბსოლუტურად პირნათელია. ასევე აბსოლუტურად პირნათელი არიან ისინიც [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები]. მაგრამ ჩვენი ქვეყნის კანონმდბელობასა და კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე. ის შინაგანი რწმენა უნდა ჩამოგიყალიბდეს მათ შორის იქიდან გამომიდნარე, რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიაა ქვეყანაში.  არ შეიძლება გადაწყვეტილება გამოგქონდეს შენთვის, ჩაკეტილ ოთახში”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.


თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk
თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk


 

ზემოხსენებულ საკითხზე განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გაკეთებული აქვს. სასამართლო აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპასუხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის – დავით უსუფაშვილისა და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებს, რომლებიც, როგორც განცხადებაში წერია, ეფუძნებოდა ფაქტობრივად მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.


რაც შეეხება ურთმელიძის განჩინებას, განმარტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთმა წევრმა გაავრცელა, ხოლო თვითონ მოსამართლე საბჭოს სხდომაზე არ მივიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი