საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობა აქვს დაყენებული რუსთავი 2–ის სარჩელზე 2 მოსამართლის არაობიექტურობის მოტივით აცილების შესახებ, თუმცა უსუფაშვილისა და პაპუაშვილის საუბარი ამ საკითხს არ შეხებია:
“ეგ მუხლი რომ გავაუქმოთ კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენ გვიკრძალავს თბილისში მუშაობას და თქვენც, მაგასაც გააუქმებთ?” – ჰკითხა დავით უსუფაშვილმა პაპუაშვილს.
“არა, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს,”– უპასუხა პაპუაშვილმა.
“რადგან კონსტიტუციაში წერია. კარგი, მაშინ სხვა რამეზე ვიდავოთ,” – უთხრა უსუფაშვილმა პაპუაშვილს, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და დაემშვიდობნენ.

გუშინ, 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი ტელეკომპანია “საქართველოსა” (რომელის რუსთავი 2–ის ერთ–ერთი პარტნიორია და ყარამანიშვილები ფლობენ) და რუსთავი 2–ის საკონსტიტუციო სარჩელებზე ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან.
პარლამენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ მოსამართლეებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა აკავშირებით ნიკა გვარამიასთან.
“მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე,”– აღნიშნულია პარლამენტის შუამდგომლობაში.
გიორგი პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არც ერთ მომსამართლეზე არ აქვს გავლენა პირად ურთიერთობებს:
დარწმუნებულნი ვართ, რომ არც ერთ მოსამართლეზე რაიმე გავლენა მის პირად ურთიერთობებს არა აქვს, აღქმაც რომ არ იყოს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, სასამართლო, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად აღიქვამს და განიხილავს,”– განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.