ახალი ამბები

ფედერიკა მოგერინი: გენდერული თანასწორობის გარეშე მდგრადი განვითარება არ არსებობს

10 ნოემბერი, 2015 • • 992
ფედერიკა მოგერინი: გენდერული თანასწორობის გარეშე მდგრადი განვითარება არ არსებობს

“ჩვენ გვჯერა გენდერული თანასწორობის და გვჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება. გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სამართლიანობის საკითხი. კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების საკითხი არის ის, რამაც აქ ყველა მოგვიყვანა. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ამდიდრებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის მას. ეს არის განვითარების საკითხი. როდესაც ქალი ძლიერია, ამით საზოგადოება ძალიან დიდ ბენეფიტებს იღებს. როდესაც ქალს აქვს წვდომა კარგ სამსახურზე, ხარისხიან გაანთლებაზე, შემდეგ სოციალური ბარიერების დაძლევა ბევრად უფრო იოლია. როდესაც ქალი აღიარებულია სრულფასოვან წევრად, ამით საზოგადოება უფრო სტაბილურია. ეს არის ჩვენი საზოგადოების, ინსტიტუციების ნაწილი”, – განაცხადა მოგერინიმ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე და დასძინა, რომ ევროკავშირი ქალთა და გოგონათა უფლებებზე მუშაობს როგორც მის მთავარ მიზანზე.


“გენდერული თანასწორობის გარეშე მდგრადი განვითარება არ არსებობს.  ჩვენი მოქმედება მნიშნელოვანია და უკვე დღევანდელ დღეს ცვლის ამინდს ჩვენი ჩართულობა. გენდერული თანასწორობა ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. ჩვენს მეზობლად ტერორისტული ორგანიზაციები მონებად აქცევენ ქალებს, მათ ძალიან ეშინიათ ძლიერი ქალების, მათ ეშინიათ ქალის ხმის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხმამაღლა ჟღერს. როგორც წესი, ქალთა ხმა ძლაიან ხმამაღალია ხოლმე. ამ ხმის დაცლა და გაძლიერება არის როგორც პოლიტიკური, ისე მორლაური ვალდებულება. ეს არის ძლიერი ინვესტიცია ჩვენი მომავლისთვის”, – განაცხადა მოგერინიმ.

 

მისივე თქმით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.


“რადგან ეს ვახსენე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს აქტიური მონაწილეობისათვის მიმოხილვის პროცესში აღმოსავლეთის ნაწილში”.


მოგეირნის თქმით, გასულ წელს ევროკავშირმა 100 მილიონი ევრო დახარჯა გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებზე.


 

თბილისში, სასტუმრო რედისონში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ იმართება.


მასალების გადაბეჭდვის წესი