ახალი ამბები

უსუფაშვილი: მოგერინისთან შეხვედრაზე ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით პროგრესი აღინიშნა

10 ნოემბერი, 2015 • 1146
უსუფაშვილი: მოგერინისთან შეხვედრაზე ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით პროგრესი აღინიშნა

“იყო ძალიან სასარგებლო და, მე ვიტყოდი, სასიამოვნო შეხვედრა, ვინაიდან ჩვენ გავიარეთ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციის პროცესით დასრულებული. ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, ყველა მიმართულებით აღინიშნა ის, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით და დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება. ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შეიძლება გავიგოთ ამ ყველაფრიდან. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არა მხოლოდ საქართველოს ურთიერთობის საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობის და განვითარების თვალსაზრისით,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

 

ფედერიკა მოგერინი მონაწილეობს მიიღებს მაღალის დონის საერთაშორისო კონფერენციაში– „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“. კონფერენცია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და გაეროსთან თანამშრომლობით ტარდება.

 

ვიზიტის ფარგლებში ფედერიკა მოგერინი ასევე შეხვედება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი