თბილისი საერთაშორისო აეროპორტში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

ფედერიკა მოგერინი ვიზიტის ფარგლებში 10 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ფედერიკა მოგერინის მონაწილეობას მიიღებს მაღალის დონის საერთაშორისო კონფერენციაში- „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“. კონფერენცია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და გაეროსთან თანამშრომლობით ტარდება.
ვიზიტის ფარგლებში ფედერიკა მოგერინი შეხვედება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, ასევე, ეწვევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელს.