ახალი ამბები

შიმშილობის მეორე დღე კანცელარიასთან ხიდაშელის და აგულაშვილის გადაყენების მოთხოვნით [ფოტო]

9 ნოემბერი, 2015 • 1436
შიმშილობის მეორე დღე კანცელარიასთან  ხიდაშელის და აგულაშვილის გადაყენების მოთხოვნით [ფოტო]

მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქციის დაწყება პატრიოტთა ალიანსის 8 ნოემბრის აქციაზე დაანონსდა. პატრიოტთა ალიანსი მოითხოვს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას, რადგანაც, მათი თქმით, ისინი უშუალოდ აყალბებდნენ საგარეჯოში არჩევნებს. კიდევ ერთი მოთხოვნა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება. 

 

საგარეჯოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი იყო, პატრიოტთა ალიანსის კი – ირმა ინაშვილი. ცესკოს მონაცემებით, ხიდაშელმა 7 540 ხმა მიიღო, ინაშვილმა კი  – 6 981.

 

მოშიმშილეთა შორის არის თავად ირმა ინაშვილიც, რომელიც დღეს, შუადღისას მთავრობის კანცელარიასთან სხვა მოშიმშილეების გვერდით არ ყოფილა. ინაშვილმა მოგვიანებით ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოში იყო, სადაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მათი სარჩელი განიხილება. 

 

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა, როემლიც ასევე შიმშილობს მთავრობის კანცელარიასთან, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ არჩევვნები დემოკრატიული გზით და ხელისუფლების ჩარევის გარეშე უნდა ტარდებოდეს.

 

“ამდენი ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდა ამ სიცივეში გუშიინ, მათ პროტესტი ძალიან ცივილურად აჩვენა ხალხმა და ჩვენ, ეს უნდა დაინახოს აუცილებლად ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ უნდა დაწმინდოს თავიანთი რიგები, ვინც ხელს უშლის მართვაში, თუ უშლიან, თუ ერთი კამანდა არიან და ერთობლივად დააყენეს ჩვენი ქვეყანა დასაღუპად, მაშინ ამას ხალხი არ დაანებებს,”– ამბობს ემზარ კვიციანი.

 

მისივე თქმით, არა არჩევნების შედეგების მთლიანად გაუქმებას, არამედ მხოლოდ კონკრეტული უბნების შედეგების ბათილად ცნობა სურთ:

 

“სად გაიმარჯვეს? მათ გაიმარჯვეს იქ, სადაც ჯარი ჰყავდათ, ჯარი მოიყვანეს სპეციალურად და იქ, სადაც თავს დაესხნენ იორმუღანლოს აზერბაიჯენელების მოსახლეობას და იქ გაიმარჯვეს,”– ამბობს კვიციანი. 

 

ემზარ კვიციანის განცხადებით, ამ ეტაპზე პატრიოტთა ალიანსის 5 წარმომადგენელი შიმშილობს. 

 

მოშიმშილეები მთავრობის კანცელარიასთან სამართლიანი არჩევნებს ჩატარების მოთხოვნით. 09.11.2015
მოშიმშილეები მთავრობის კანცელარიასთან სამართლიანი არჩევნებს ჩატარების მოთხოვნით. 09.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი