ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის კომუნალური სამსახური გაიფიცა

9 ნოემბერი, 2015 •
ახალგორის კომუნალური სამსახური გაიფიცა

როგორც ახალგორში მცხოვრებმა, თამარ მეარაყიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, კომუნალური სამსახური მიმდინარე წელს უკვე მესამედ იმავე მიზეზით გაიფიცა. 

 

აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები ხელფასს ცხინვალიდან, ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ. 

 

“ყველაზე პოპულარული სამსახური იყო რაიონში, მოწესრიგებული, აწყობილი, მაღალი ხელფასებით და დისციპლინით. დაახლოებით 2 წელია მსგავსი პრობლემები აქვთ”, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

 
ადგილობრივი მცხოვრების თქმითვე, გაფიცვის გამო ახალგორს არ ასუფთავებენ.
 
 
“მაგრამ ხალხი არაა და დიდად არ ჩანს დანაგვიანებული”, – ამბობს მეარაყიშვილი.
 
 
ახალგორი 2015; ფოტო:  ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი
ახალგორი 2015; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი
 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
 

მასალების გადაბეჭდვის წესი