ახალი ამბები

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სკოლებში უსაფრთხოების პროექტი დაიწყო

8 ნოემბერი, 2015 • • 1211
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სკოლებში უსაფრთხოების პროექტი დაიწყო

შსს-ს განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ჩაუტარებენ.

 

შსს-ს ცნობით, სკოლები ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სიმულაციურ სწავლებებში, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თბილისის შემდეგ მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი