ახალი ამბები

თავისუფალმა დემოკრატებმა რესპუბლიკელებს არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდრა შესთავაზეს

8 ნოემბერი, 2015 • 967
თავისუფალმა დემოკრატებმა რესპუბლიკელებს არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდრა შესთავაზეს

მიმართვა “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

“ჩვენ, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებებისა და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს არიდებენ მათ მიერვე აღიარებული და დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელემწიფოში.

ვიმედოვნებთ, “რესპუბლიკური პარტია”, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლობის დაკანონებას. 

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები,”– აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადების პასუხად, ასევე ფეისბუკის გვერდის საშუალებით, დავით ბერძენიშვილმა და დავით უსუფაშვილმა უპახუსეს. მათი განცხადებით, სურთ თავისუფალ დემოკრატებს შეახსენონ, რომ მობილური ტელეფონის ნომრები არ შეუცვლიათ:


“სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები,”-აღნიშნული იყო განცხადებაში. 


დღეს კი თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ “უსუფაშვილის პასუხი არ იყო სერიოზული”.


 

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს, ,,რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფ…

Posted by ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები / Irakli Alasania – Free Democrats on Friday, November 6, 2015

 

საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალებ…

Posted by David Usupashvili Official on Friday, November 6, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი