ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტი ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის

7 ნოემბერი, 2015 • 1028
თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტი ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა, სადაც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თავი შეეკავებინათ არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან  და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებოდნენ  მხოლოდ  ფორმალური განცხადებებით.


„განმარტების მოთხოვნა არადიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით, მას უნდა მოეთხოვა ელჩებისთვის განმარტებები, რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ სადმე ამის ნიშნებს დაინახავს, რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა, ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია, თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არაა, რომ ასე ჩვენს განმარტებებს არადიპლომატიური ან დიპლომატიური უწოდოს”, – განუცხადა თამაზ მეჭიაურმა რუსთავი 2–ს.


თამაზ მეჭიაურმა გუშინ, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ–ის ელჩს, იან კელის ბოდიში უნდა მოეხადა. ეს უკავშირდებოდა აშშ-ის ელჩის განაცხადებას  რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ. ელჩის თქმით, ის “უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით”.



თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

მასალების გადაბეჭდვის წესი