ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურებიან

7 ნოემბერი, 2015 • 1487
პრეზიდენტი და პრემიერი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურებიან

“2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრელმსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.

 

ქართული საზოგადოების რეაქცია მყისიერი და მკვეთრი იყო. ჩვენ, ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ ხელისუფლების ქცევას. ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით 2012 წელს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარულ მმართველობას,”– აღნიშნული იყო პრეზიდენტის განცხადებაში.

 

პრემიერის განცხადებით კი, 7 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა და ეს თარიღი მეხსიერებაში სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება.

 

“მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს,”– აღნიშნული იყო პრემიერის განცხადებაში. 

 

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღიდან რვა წელი შესრულდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელ…

Posted by Giorgi Margvelashvili on Saturday, November 7, 2015

 

7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის და…

Posted by Irakli Garibashvili on Saturday, November 7, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი