ახალი ამბები

Freedom house მთავრობას მოუწოდებს, მედიის სფეროში ჩარევა შეწყვიტოს

7 ნოემბერი, 2015 • 1012
Freedom house მთავრობას მოუწოდებს, მედიის სფეროში ჩარევა შეწყვიტოს

“რუსთავი 2”-ში ახალი დირექტორების დანიშვნა უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიის არსებობას. ხელისუფლება არღვევს ამომრჩევლებისთვის მიცემულ პირობას, დაეცვათ უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე წინა მთავრობას, რაც გამოიხატებოდა კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების, პრესის თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის ჩათვლით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს მედიაში ჩარევა,” – აღნიშნულია განცხადებაში. 


საქართველო შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ თავისუფალი “თავისუფლება მსოფლიოში 2015″–ში, ნაწილობრივ თავისუფალი “პრესის თავისუფლება 2015″-ში, თავისუფალი “თავისუფლება ინტერნეტში 2015″-ში და დემოკრატიულ შკალაზე, 1-დან 7-მდე, აფიქსირებს 4.64-ს, სადაც 7 წარმოადგენს დემოკრატიულობის ყველაზე დაბალ საფეხურს.



freedom house
freedom house



მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, “რუსთავი 2”– ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, და ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას, უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი, და დავით დვალი დაინიშნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი