ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის საპასუხო განცხადება პაატა ზაქარეიშვილის შეთავაზებაზე

7 ნოემბერი, 2015 • • 1131
სოხუმის საპასუხო განცხადება პაატა ზაქარეიშვილის შეთავაზებაზე

“აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან არ არსებობს. ერთადერთი საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელშიც აფხაზური და ქართული მხარეები მონაწილეობენ, ჟენევის დისკუსიებია, სადაც აფხაზეთის სტატუსის საკითხი არ განიხილება. აფხაზმა ხალხმა საბოლოოდ განსაზღვრა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სტატუსი, როდესაც 1994 წელს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუცია მიიღო, რაც საყოველთაო რეფერენდუმითა და 1999 წლის სახელმწიფო დამოუკიდებელობის აქტით განმტკიცდა. საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარების საფუძველზე შეიძლება აღდგეს”, – ნათქვამია სოხუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“ჩვენ გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი უფლებების,  როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, მაგალითად, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით და ევროპული სტანდარტებით და ევროპული ხედვებით, ღირებულებებით, როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა, ამ მიმართულებით შეიძლება იყოს მეტი მუშაობა,”– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი