ახალი ამბები

ანტიკორუფციული სააგენტო: შუახევის გამგებლის მოადგილემ $10 000 ქრთამი აიღო

7 ნოემბერი, 2015 • 1371
ანტიკორუფციული სააგენტო: შუახევის გამგებლის მოადგილემ $10 000 ქრთამი აიღო

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომან ფუტკარაძემ  შუახევის რაიონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი.  

 

სააგანტოს ცნობით, რომან ფუტკარაძემ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის მოთხოვნასა და აღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო …

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on Friday, November 6, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი