ახალი ამბები

გვენეტაძის თქმით, თამაზ ურთმელიძეს ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ელოდებიან

7 ნოემბერი, 2015 • 974
გვენეტაძის თქმით, თამაზ ურთმელიძეს ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ელოდებიან

“ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად, მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმიდნარე სამართალწარმოების შესახებ კომენტარს და განცხადებას ვერ გავაკეთებ. შევეცდებით, რომ როგორც საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებებით, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები ამ პროცესში. განცხადების გაკეთების შემდეგ ბატონმა თამაზმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის საჭოს სხდომაზე,”– განაცხადა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 3 ნოემბერს გამოტანილი საბოლოოს გადაწყვეტილერბით,  ქიბარ ხალვაშს რუსთავის 2-ის წილების 100% მიაკუთვნა. 5 ნოემბრის განჩინებით კი, რუსთავი 2–ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დანიშნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი