ახალი ამბები

რატომ გადაიცემოდა “ობიექტივის” მაუწყებლობა რუსთავი 2–ის ვებ–გვერდიდან

6 ნოემბერი, 2015 • 1787
რატომ გადაიცემოდა “ობიექტივის” მაუწყებლობა რუსთავი 2–ის ვებ–გვერდიდან

“თვითონ წყარო, საიდანაც იღებდნენ სტრიმს, სატელიტზე შეიცვალა მონაცემები და სანამ გაიგეს, გაარკვიეს და გამორთეს, რაღაც პერიოდი ასე იყო”

 

დუდუ კურდღელიას თქმით, ეს გამოიწვია azerspace-ის მიერ საკუთარ უფასო არხთა პაკეტში რუსთავი 2–ის უნებართვოდ ჩასმამ, რის შემდგომაც იქ რუსთავი 2–ის სიგნალი გათიშეს.

 

“კონკრეტული თანამგზავრიდან იღებდნენ ისინი სიგნალს. იქ რომ რაღაც გადაირთო, გამოჩნდა რუსთავი 2–ის ნაცვლად სხვა არხი, ამ შემთხვევაში, ობიექტივი,”– ამბობს ის.

 

ამის შემდეგ, დუდუ კურდღელიას განმარტებით, ლაივსტრიმი საიტზე დროებით გათიშეს. ამ დროისთვის ვებ–გვერდიდან რუსთავი 2–ის მაუწყებლობა აღდგენილია.

 

რაც შეეხება azerspace–ს, დუდუ კურდღელია ამბობს, რომ იქ ქართულ არხთა ფასიან პაკეტში რუსთავი 2 კვლავ რჩება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი