ახალი ამბები

მეჭიაური: აშშ–ის ელჩმა ბოდიში უნდა მოხადოს

6 ნოემბერი, 2015 • 1122
მეჭიაური: აშშ–ის ელჩმა ბოდიში უნდა მოხადოს

“თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არ აქვს, ასეთი ფრომით მომმართოს მე, ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები და მგონია, საჭიროა, რომ ბოდიშიც მოიხადოს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა რუსთავი 2–თან საუბრისას. 

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

აშშ-ის ელჩმა რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომ  “უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით”.


“სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს,” – განაცხადა ელჩმა იან კელიმ 6 ნოემბერს.


ელჩის განცხადებას უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც და იან კელისგან განმარტება მოითხოვა:


“მე მინდა მეგობრულად ვთხოვო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუემნტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს”, – განუცხადა ”კურიერს” თეა წულუკიანმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი