საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.