ახალი ამბები

თინა ხიდაშელი პარლამენტის ტრიბუნიდან “კატეგორიულად” არ აკეთებს კომენტარს რუსთავი 2 – ზე

6 ნოემბერი, 2015 • 1025
თინა ხიდაშელი პარლამენტის ტრიბუნიდან “კატეგორიულად” არ აკეთებს კომენტარს რუსთავი 2 – ზე

თინა ხიდაშელი დღეს იყო მომხსენებელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა  სამთავრობო პროგრამა  ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის”  შესრულება.

თავდაცვის მინისტრს რუსთავი 2 – თან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა დაუსვა.

 

“რაც შეეხება რუსთავი 2 -ის საკითხს, კატეგორიულად არ გავაკეთებ მე ახლა ამ ტრიბუნიდან განცხადებას იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება ერთადერთი თემა ამ ჩემი ნალაპარაკევის შესახებ. ამიტომ მგონია, რომ არასწორია თავდაცვის მინისტრმა ამ ტრიბუნიდან ახლა რომ მაგ თემაზე კომენტარი გავაკეთო და ნამდვილად ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ხიდაშელმა 6 ნოემბერს და დასძინა:

 

“სხვაგან, სხვა ფორმატში, არასოდეს შემიკავებია თავი და არც დღეს და ხვალ არ ვაპირებ რომ შევიკავო თავი”.

დავით დარჩიაშვილმა ასევე კითხა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას როგორც მთავრობის წევრი:

 

“თქვენს მოხსენებაში ძალიან დიდი აქცენტი გააკეთეთ აშშ-თან სტარტეგიულ პარტნიორობაზე.  დღეს გავრცელდა აშშ-ის საელჩოს განცხადება. მე მაინტერესებს, როგორც მთავრობის წევრი იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, თუ ასეთი განცხადებები გაგრძელდა”.

 

ამაზე ხიდაშელმა უპასუხა, რომ ის არასოდეს გაქცეულა პასუხისმგებლობისგან და ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რასაც მთავრობა ახორციელებს, ოღონდ “არა სასამართლო ხელისუფლებაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი