ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში: 6 მილიონი არა ეროსი კიწმარიშვილს, არამედ მთავრობის წარმომადგენლებს მივეცი

6 ნოემბერი, 2015 • 1907
ქიბარ ხალვაში: 6 მილიონი არა ეროსი კიწმარიშვილს, არამედ მთავრობის წარმომადგენლებს მივეცი

“ეროსი კიწმარიშვილს ჩემთვის არ მოუმართავს, რომ ფული გადამიხადეო, ეგ არის მიშა სააკაშვილის და იმ ხელისუფლების მთელი ხინჯი, რომელში მეც მოვხვდი. ეროსი კიწმარიშვილს ვიღაც X პიროვნებამ გადაუხადა ფული, რომლის გადახდა მომთხოვა მაშინდელმა ხელისუფლებამ მე. ეროსისთვის პირადად არ მიმიცია, ვაძლევდი ხელისუფლების ვიღაც გარკვეულ პირებს, რომლებმაც თქვეს, რომ 6 მილიონი გადაუხადეს. მიცემული მაქვს ეგ ჩვენება პროკურატურისთვის, ძალიან გთხოვთ, ამოიღოთ ყველაფერი. იყო ძალიან მაღალი თანამდებობის პირების დანაშაული და მე ვითხოვ, ვაცხადებ ამას, რომ აღიძრას საქმე და იმ ადამიანებმა უპასუხონ, როგორ იყო საქმე,”– განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

 

ხალვაშის განცხადებით, ამ საქმეში “მთელი ხელისუფლება” იყო ჩარეული-  სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი.

 

ქიბარ ხალავშის განცხადებით, მისთვის ახლა ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებს არ მიუმართავთ წილების საკითხთან დაკავშირებით:

 

“თუმცა ძალიან განსხვავებული პოზიციები იყო დვალის, აქიმიძის და ეროსიდან რუსთავი 2–ის შესყიდვის შემთხვევაში. ერთს გადაეხადა 10–ჯერ მეტი თანხა, ვიდრე მეორეს. გარდაცვლილ ადამაინზე საუბარი ძალიან უხერხულია,”– განაცხადა ხალვაშმა. 

 

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა “კურიერს” განუცხადა, რომ თავს იკავებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისგან იმიტომ, რომ გარდაცვლილი ძმის სამართალმემკვიდრე არ არის. რაც შეეხება წილობრივ საკითხს, ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ მისი ძმის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. 

 

“ადრე მე სხვა ვერსია მესმოდა. დღეს გავიგონე, რომ მან ვიღაცას მისცა თაბხა, მერე იმ ვიღაცამ ვიღაცას მიუტანა და მერე იქიდან ეროსისთან მივიდა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გულწრფელად ვამბობ, მე თვალით არ მინახავს არანაირი თანხა, შესაძებელია ეს რეალურად იყო კიდევაც. აქედან გამომდინარე ვერაფერს დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. მაგრამ, ვფიაქრობ, ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი,  ეს ოდენობა, ამას ნამდვილად ვიგრძნობდი, იგრძნობდა ჩემი ოჯახიც.”

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშმა ეროსი კიწმარიშვილთან თავისი ურთიერთობაც გაიხსენა:

 

“ეროსი როდესაც რაიმეს ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო ეს სიმართლე. როდესაც სიტუაციას მოუნდებოდა, იმნაირ ფორმას მისცემდა იმ საუბარს.  ვმეგობრობდი ეროსისთან, დაახლოებით 2010–11 წლამდე ვხვდებოდი და ჩემთან შეხვედრისას არასდროს პრეტენზია არ უთქვამს. თუ გახსოვთ, იყო ეროსის განცხადება, რომ ქიბარმა ფული გამომიგზავნა და ვიღაცამ დააყაჩაღა. ჩვენი ურთიერთობა 2004–ის შემდეგ გრძელდებოდა 2012–მდე – ფინანსურიც და რაღაც ბიზნესინტერესებიც,”– აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა პრესკონფერენციაზე. 

 

 

ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მასაქვს ამის დამადასტურებელი მიმოწერაც. 

 

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი