ახალი ამბები

ანონსი – 8 ნოემბერი

7 ნოემბერი, 2015 • 994
ანონსი –  8 ნოემბერი

11:00 საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ ფოთლოვანი და წიწვოვანი 600 ნერგი დაირგვება. გამწვანების აქციებში მონაწილეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო სულხანიშვილი. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 270 646

 

13:00  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება ლიტერატურული პრემიის „საგურამო“ დაჯილდოების ცერემონია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში.   ასევე გაიცემა სპეციალური პრიზი, ილია ჭავჭავაძის მედალი – „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილეს მიხეილ გიორგაძეც დაესწრება.

 

13:00 ირაკლი ღარიბაშვილი საგურამოში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დაესწრება ილიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ილიას პრემიის გადაცემის ცერემონიას. ილიაობის დღესასწაულის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ მარანს გახსნის. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობმა“ განხორციელა. ახალი  ტურისტული ობიექტი ფუნქციონირებას დაიწყებს მისი გახსნის მომენტიდან.  პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

 

15:00 საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში (მე-2  სართული) გაიმართება ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის დაარსების სამი წლის იუბილის აღსანიშნავი ცერემონია. ასევე, ჩატარდება ასოციაციის ახალი თავმჯდომარის  გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორის არჩევნები. PR მენეჯერი: ლედი ხვინგია 577 75 83 82

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი