ახალი ამბები

გია ყარამანიშვილი: დღეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყარონ

6 ნოემბერი, 2015 • 1002
გია ყარამანიშვილი: დღეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყარონ

“ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინებს. მაგრამ მე მაინც მინდა მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, თუ სად არიან ისინი დღეს. მე გპირდებით, რომ მე მომავალში მთელ ჩემ რესურს დავხარჯავ, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რომელიც თავად აირჩიეთ. მე ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც რუსთავი2-ის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს ასე ვიწროდ არ დგას საკითხი, რომ დასაცავია რაღაც ან ვიღაცის საკუთრება. დღეს დასაცავია მთელი ქვეყანა. დღეს არის მცდელობა, ქვეყანაში დაამყარონ დიქტატურა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოვა, მაგრამ დღეს  რუსთავი 2-ის დაცვით ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ დაიცავთ რუსთავი 2-ს, დაიცავით ქვეყნის მომავალი,” – განაცხადა გია ყარამანიშვილმა.  


გია ყარამანიშვილი
გია ყარამანიშვილი

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

განჩინების მე–6 პუნქტის თანახმად, რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა უფლებამოსილების განცხორციელება 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. აღნიშნული განჩინების მე–12 პუნქტის მიხედვით კი, განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი