ახალი ამბები

განჩინება: რ2–ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ

6 ნოემბერი, 2015 • 1807
განჩინება: რ2–ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძს განჩინებით, ამ დროისათვის რუსთავი 2–ის მართვაზე უფლებამოსილ პირებს, ნიკა გვარამიას, დამენიას და ა.შ ეს უფლებამოსილება შეუჩერდებათ. 

 

განჩინების მე–6 პუნქტის თანახმად, რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა უფლებამოსილების განცხორციელება 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.


აღნიშნული განჩინების მე–12 პუნქტის მიხედვით კი, განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. 

 

განჩნების თანახმად, უფლებამოსილებების განხორიცელების უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მხოლოდ დროებით მმართველს და ყველა სხვა პირს შეუჩერდეს ეს უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე. 


ასევე, განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 3 ნოემბერს ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ივე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო. ქიბარ ხალვაშის წარმოამდგენლებმა, პაატა სალიამ და კახა მჭედლიშვილმა სასამართლოს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განცხადებით 4 ნოემბერს მიმართეს. 5 ნოემბერს კი საჯარო რეესტრში მოსამარღლის განჩინება დარეგისტრირდა

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ნოემბერს შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები  “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.

 

გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოი…

Posted by Nika Gvaramia on Thursday, November 5, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი