ახალი ამბები

ალიევი: შეგვიძლია მეზობელი ქვეყნები და ევროპა გაზით 100 წლის შემდეგაც მოვამაგაროთ

5 ნოემბერი, 2015 •
ალიევი: შეგვიძლია მეზობელი ქვეყნები და ევროპა გაზით 100 წლის შემდეგაც მოვამაგაროთ

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს, რის შემდგომაც ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეკონომიკურ სფეროში ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აქვთ და სურთ, სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

გარდა ამისა, ალიევმა განაცხადა, რომ დღევალდელ შეხვედრაზე ფართოდ განიხილეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო შესაძლებლობები. ასევე, ალიევმა ისაუბრა ბაქო–სუფსა–ჯეიჰანის და ერზერუმის გაზსადენის მნიშვნელობაზეც:

 

“ეს საკითხი საქართველოსთვის აზერბაიჯანისა და ევროპისთვის დიდი ეკონომიკურ–პოლიტიკური მნიშვნელობისაა. ნაბიჯ–ნაბიჯ ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება და ვიმედოვნებ, რომ 2018 წელს თურქეთში, 2020 წელს კი ევროპის ბაზარზე გავა აზერბაიჯანული გაზი. უდიდესი პროექტია, 45 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩაიდება. აზერბაიჯანს აქვს გაზის დიდი მარაგი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 100 წლის შემდეგაც აზერბაიჯანს შეუძლია არა მხოლოდ თავისი ბაზარი დააკმაყოფილოს, არამედ მეზობელ ქვეყნებში და ევროპაშიც გაიტანოს,”– განაცხადა ალიევმა.


 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 5 ნოემბერს ეწვია. 

 

“გაზპრომი” რუსული გაზის მიწოდების გაფართოების საკითხზე თბილისთან მოლაპარაკებებს მართავს. საქართველოს  ძირითადი გაზმომმარაგებელი კი სწორედ აზერბაიჯანია.

 

ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია 05.11.2015
ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია 05.11.2015

 

 

 

 

 

 


ქარ

მასალების გადაბეჭდვის წესი