ახალი ამბები

სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი პლაკატის გაკვრის გამო სამართალდამრღვევად ცნო

5 ნოემბერი, 2015 • 965
სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი პლაკატის გაკვრის გამო სამართალდამრღვევად ცნო

ჩერგოლეიშვილი 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ითავლისწინებს. 


ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, ისინი მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აპირებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ნათია ბუსკაძის დისციპლინური საკითხი დააყენონ. 

 

“მოსამართლემ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, ვიანიდან თვითონ განაცხადა და ოქმში აქვს დაფიქსირებული, რომ პლაკატების გასაკრავად საამისოდ გამოყოფილი ადგილი არ არსეობს ქალაქში. თვითონ სამართალდარღვევა, რომელიც დაადგინა, ეხება საამისოდ გამოყოფილ ადგილას, პლაკატების განთავსება თუ არ ხდება. აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ იმიტომ, რომ მოსამართლე ამბობს, ერთის მხრივ, რომ დარეგულირებული არ არის ეს სფერო საერთოდ და მიუხედავად ამისა, სამართალდამრღვევად აცხადებს პირს, რომელმაც სამშენებლო ღობეზე სხვა პლაკატების გვერდით გააკრა გაზპრომის პლაკატი,”– ამბობს ოთარ კახიძე. 

 

150–ე მუხლით მიმდინარებს ადმინისტრაციული წარმოება პროდიუსერ ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის მიმართაც. ოთარ კახიძის თქმით, ხვადაგიანის პროცესი დღეს 14:00–ზე დაიწყო, ლექსო მაჭავარიანის პროცესი კი 7 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი