ახალი ამბები

ელექტროენერგიის ტარიფებზე ლეიბორისტების სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეს იწყება

5 ნოემბერი, 2015 • 989
ელექტროენერგიის ტარიფებზე ლეიბორისტების სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეს იწყება

“2002 წლის 30 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა უმკაცრესი ვერდიქტი და აკრძალა ელექტეროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობს გაუთვალისწინებლად. ამ გადაწყვეტილებას გააჩნია კანონზე ზემდგომი ხასიათი და, შესაბამისად, ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებებს, მიღებისთანავე არის ბათილი.  შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, გაუქმდეს დენის ტარიფის გაზრდაზე მიღებული უკანონო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და დღეს, 5–ის ნახევარზე იწყება, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში,”– განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ქიბარ ხალვაშის სარჩელი დაჩქარებულ ვადებში განიხილეს, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა, რომ მათი სარჩელის განხილვაც მალე დამთავრებულიყო. ნათელაშვილის თქმით, განხილვის დაწყევას 3 თვეა ელოდებიან. 

 

2015 წლის 1 აგვისტოდან ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტებს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 22%-დან 43%-მდე გაუძვირდათ. კერძოდ, სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სამივე განსხვავებული ტარიფის მქონე მომხმარებლებს ელექტროენერგია 4 თეთრით გაუძვირდათ.

 

გარდა ამისა, ელექტროენერგიის ტარიფები სექტემბერში გაძვირდა თბილისშიც: ვინც თვეში 0-დან 101 კვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარდა, ტარიფი 2.966 თეთრით გაუძვირდა, ვინც 101-დან – 301-მდე კვტსთ-ს – 3,84 თეთრით, ხოლო 301 კვტსთს და მეტის შემთხვევაში- 3.202  თეთრით.

მასალების გადაბეჭდვის წესი