ახალი ამბები

სტუდენტური კონკურსი “მისია 2015” თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება

5 ნოემბერი, 2015 • 1234
სტუდენტური კონკურსი “მისია 2015” თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისიტეტის კონკურსი “მისია” ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს იდეების განხორციელებაში, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში.

 
კონკურსის ფარგლებში წელს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გახდნენ თიბისი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ საკუთარი იდეები.

 
კონკურსი ორეტაპიანია და თიბისი ბანკის დავალებაზე მეორე ტურში გადასული ფინალისტი გუნდები იმუშავებენ.

 
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს თიბისი ბანკი გადასცემს:
 

I ადგილი – 2500 ლარი
II ადგილი – 1500 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
 

ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” კი კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად 10 ელექტრონულ წიგნს, პროფესიულ და მხატვრული ლიტერატურას გადასცემს. “საბას” სტენდი სახელმწიფო უნივერსისტეტის პირველ კორპუსშია განთავსებული, კონსულტანტის დახმარებით მსურველები “საბას” ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას და ამ წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვას შეძლებენ.
 

“მისია 2015” -ის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ წარუდგინეს.

 
“პროექტში” მისია “თიბისი ბანკი პირველად მონაწილეობს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტები, მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შანსი და რაც მთავარია, თავდაჯერებულობა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ გვესმის, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, თითოეულ მონაწილე სტუდენტს თიბისი ბანკის სახელით სრული მხარში დგომა აღვუთქვა. წარმატებებს ვუსურვებთ კონკსურსის ყველა მონაწილეს “.- აცხადებს თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე.
 

“ეს პროექტი უნივერსიტეტისთვის ტრადიციად იქცა, წელს უკვე მეხუთედ ტარდება. ძალიან დიდია ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება და კონკურენციაც შესაბამისია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს მხარდაჭერისთვის, ყველა სტუდენტს კი მინდა გამარჯვება ვუსურვო “. -აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა.

ფოტო: თიბისი ბანკი
ფოტო: თიბისი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი