განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წუხს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური შეზღუდვებია და მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანების უფლებათა საკითხებზე.
“ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ხალხთან თანამშრომლობას, ქვეყნის ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული მომავლის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უარი განაცხადა გაეგზავნა სადამკვირვებლო მისია ბაქოში საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად მას შემდეგ, რაც ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისმა (ODIHR) გააუქმა მისი საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია, რადგან აზერბაიჯანის მთავრობამ მათ აკრძალვები დაუწესა.
აზერბაიჯანში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და საარჩევნო მონიტორინგის შეზღუდვის პარალელურად, აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ამჯერადაც მმართველმა პარტიამ “ენი აზერბიაჯანმა” მოიგო და, ისევე როგორც 2010 წელს, 71 ადგილი მოიპოვა პარლამენტში.
![]() |
| |






