ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, თბილისი ოსურ მხარეს კვლავ თავაზობს გაზს

4 ნოემბერი, 2015 •
ზაქარეიშვილის თქმით, თბილისი ოსურ მხარეს კვლავ თავაზობს გაზს

“2012 წლიდან, ყოველი ზამთრის დადგომის წინ ჩვენ ვთავაზობთ, რომ მზად ვართ აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში [მხოლოდ ახალგორის რაიონს მიეწოდებოდა გაზი]. ყოველთვის ამაზე პასუხი იყო, რომ ისინი ელოდებიან რუსულ გაზს. ამასობაში თავად ყინავენ თავის მოსახლეობას, სკოლებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს. შესაბამისად, ეს ახალი თემა ნამდვილად არ არის. თემა, რომ ჩვენ ვთავაზობდით და ისინი არ იღებდნენ, ყოველთვის არსებობდა. ახლაც მზად ვართ შევახსენოთ”, – აცხადებს მინისტრი.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისმა ახალგორის რაიონს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 2012 წლიდან თბილისი ოსურ მხარეს ბუნებრივ აირს სთავაზობს, რაზეც პასუხი უარყოფითია.


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების საკითხზე მიმდინარე წლის 1 ივლისს მორიგ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დახმარება სთხოვა”. თიბილოვის თქმით, ამ დროისთვის გაზპრომის მიერ უკვე მომზადებულია გაზიფიცირების სქემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი