ახალი ამბები

ავტომობილის მინების უფრო დამუქებას შეძლებთ — ცვლილებები მინისტრის ბრძანებაში

3 ივლისი, 2024 •
ავტომობილის მინების უფრო დამუქებას შეძლებთ — ცვლილებები მინისტრის ბრძანებაში

ავტომობილის მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინა გვერდითა მინის დამუქება, უწყების ნებართვის გარეშე, 60%-მდე იქნება შესაძლებელი. ცვლილება დღეიდან, 3 ივლისიდან შედის ძალაში.

აქამდე მოქმედი წესით წინა გვერდითა მინების დამუქება, ნებართვის გარეშე, მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.

ცვლილება არ შეხებია მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს. მათი დამუქება კვლავ 75%-მდე იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი