საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყებას იაპონური კომპანია „HONDA SUISAN CO LTD“-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად მათივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირებმა მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ–ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხეს დიდი ოდენობით ფულადი თანხები.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თაღლითობის ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნესპარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ–ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი.
პროკურატურა აცხადებს, რომ მათ დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი და დააყადაღეს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი, რის შედეგადაც მას არ მიეცა თაღლითურად დაუფლებული თანხების განკარგვის შესაძლებლობა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებულ ითანხა;