იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ დაგაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან ილია მეორესთან.
ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.
ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.