ახალი ამბები

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც 18 ივნისს კიევში ესროლეს

2 ივლისი, 2024 •
გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც 18 ივნისს კიევში ესროლეს

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი აიდოს სადიკოვი, რომელსაც 18 ივნისს კიევში თავს დაესხნენ.

„მისი სიკვდილი ტოკაევის [ყაზახეთის პრეზიდენტი] სინდისზეა“, — დაწერა გარდაცვლილის მეუღლემ ნატალია სადიკოვამ Facebook-ზე.

ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს  18 ივნისს კიევში ესროლეს.

კიევის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში ყაზახეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა.

აიდოს სადიკოვი და მისი ჟურნალისტი მეუღლე, ნატალია სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობენ და ლტოლვილის სტატუსი აქვთ.

სადიკოვი და მისი ცოლი მართავდნენ Youtube არხს Бәсе, სადაც აკრიტიკებდნენ ყაზახეთის ხელისუფლებას, ოლიგარქებს და 2022 წელს მხარს უჭერდნენ ყაზახეთში საპროტესტო აქციებს. სადიკოვის თქმით, სამშობლოში ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური მიზეზების გამო. 2023 წლის შემოდგომაზე აიდოს და ნატალია სადიკოვები ყაზახეთის ხელისუფლებამ სიძულვილის წაქეზების ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა.

 

კიევში ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს ესროლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი