ახალი ამბები

რუსთავი 2–ის საქმე: გვარამიას თქმით, პროცესებს 2016 წლის არჩევნებამდე გაჭიმავენ

3 ნოემბერი, 2015 •
რუსთავი 2–ის საქმე: გვარამიას თქმით, პროცესებს 2016 წლის არჩევნებამდე გაჭიმავენ

“როგორც მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთ. მერე დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ამ ქვეყანაში ვეღარ ვიხილავთ და რუსთავი 2–იც, სასამართლოც, თავისუფალი სიტყვაც და დემოკრატიაც იქნება უსაფრთხო, დემოკრატიული ძალების ხელში,”– ამბობს ნიკა გვარამია რუსთავი 2–ის ეთერში. 

 

გარდა ამისა, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას რუსთავი 2–ზე:

 

“კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კდიევ ერთი არასპეკულატიური და ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმისი, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია,”– განაცხადა გვარამიამ. 

 

 

ნიკა გვარამიას თქმით, საქმე უსაფუძვლოა და შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მინიმალურ სტანდარტზეც კი. მან თამაზ ურთმელიძეს “დაქირავებული ზონდერი” უწოდა და განაცხადა, რომ ურთმელიძემ რუსთავი 2 სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების გარეშე დატოვა. 

 

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, არ მოხდეს იგივეს გამეორება სააპელაციო სასამართლოში, იმდენად, რამდენადაც ეს კიდევ უფრო მეტად დაძაბავს საზოგადოებაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაირჩინოს და ეს სააპელაციო სასამართლოს ხელით გააკეთოს. ნუ დაიწყებენ პროცესების აქსელერაციას, ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს. ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის ადმაინები, რომლებიც ანგაჟირებულნი არიან წინასწარ და კორუფციულ გარიგებაში იმყოფებიან ხელისუფლებასთან,”– განაცხადა გვარამიამ. 

 

ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, ყადაღები ჯერჯერობით ძალაში რჩება. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მათი განცხადებები თვეების განმავლობაში არ განიხილა.


“იმედი მაქვს, რომ ასეთი “მარდი” აღმოჩნდება საქმის არსებითად განხილვის დროსაც და იმასაც საკმარის დროს დაუთმობს და საკამარის ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსებს. თუმცა ჩვენ ორივე ყადაღას ვასაჩივრებთ, თავისთავად ცხადია, და იმედს არ ვკარგავთ, რომ კომპანია გათავისუფლებულ იქნება იმ ფინანსური წნეხისგან, რომლის ქვეშაც დღეს იმყოფება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ მივცემთა არავის შესაძლებნლობას, რომ ფინანსური პრობლემების გამო დავიხრჩოთ და ის შედეგი მივიღოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში უკვე დამარცხებულია,”– ამბობს გვარამია. 

 

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.
 
მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:
 
 
– შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველო”-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს “პანორამა”-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა.
 
 
– შემდეგი გარიგებების ბათილად ცნობა: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

ამას გარდა, რუსთავი 2-ს დაეკისრა ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა. 
 
რუსთავი 2-ის ადვოკატების თქმით, ისინი გაასაჩივრებენ მოსამართლე ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი