“საქართველოს სახელოვანმა სუსმა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ჩემზეა საუბარი, იმიტომ, რომ კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება, ნამდვილად ალბათ ჩემზეა ლაპარაკი. დიახ, ნამდვილად მყავდა მობილიზებული ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელევიზიასთან, ნამდვილად ვიქნებით კიდევ ტელევიზიასთან და ნამდვილად ვიქნებით ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები ჩატარდება,”– განაცხადა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ ჩანაწერებში ძირითადად საუბარია საკითხზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ მობილიზაცია აქციის გასამართად და შეუშალონ ხელი რუსთავი 2–თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ნუგზარ წიკლაური სააკაშვილს აცნობს ვითარებას, თუ რამდენ ადამიანს მიიყვანენ რუსთავი 2–თან.
“2 500 კაცი ჩვენი, პლუს კობა და კიდევ ვიღაცები. 3 000 კაცამდე მოვა რუსთავი 2–თან. კარვები და რაღაცები და ყველაფერი გვაქვს. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ თითქმის 600 კაცს, იქ მოხდეს ქლეში ამათ შორის და მერე პოლიცია… ჩვენც ჩამოგვყავს ვიღაც–ვიღაცები, ცოტა ისეთი ხალხი, 50 ადრე სპეცრაზმელი და ცოტა ისეთი ხალხი, სამეგრელოდან ჩამოგვყავს, აქ იქნებიან ჩვენთან” – ამბობს ნუგზარ წიკლაური.