რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. „ნეტგაზეთი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.