ახალი ამბები

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

3 ნოემბერი, 2015 •
გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

მერიის ცნობით, მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა, „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

 

ამას გარდა, მერია იუწყება, რომ სრულად აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

 

“ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები. ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ მერიაში. 

 

მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-იან წლებში ჩაუტარდა, ხოლო გამოკვლევა 2013 წელს განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი