დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.
სესიაშვილი ამბობს, რომ ამ სხდომის დანიშვნის შესახებ პარლამენტისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
“ცოტა რაღაც პარტიზანული მეჩვენა ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოპასუხე მხარე, პარლამენტი, პარლამენტისთვის არავისთვის არ უცნობებია, რომ ამ საქმეზე განხილვა მიმდინარეობს. არც მისი საჯარო გაცხადება ყოფილა, რომ ეს საქმე განიხილებიოდა დღეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის უფლება აქვთ და, შესაბამისად, თავისთავად ცხადია, პატივს ვცემთ,”– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.